21 დეკემბერი 2024,   19:00
ვრცლად
თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში​ შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი: 1987 წელს დაბადებული ა.კ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1980 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.მ., 2000 წელს დაბადებული ა.გ., 1985 წელს დაბადებული მ.ბ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ტ. უ. დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - "ბუპრენორფინის", "ჰეროინისა" და "მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
 
პოლიციამ, ბრალდებული მ.თ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", 5 ძირი მცენარე კანაფი და ელექტროსასწორი. ა.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ასანთის 10 კოლოფში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი. ბრალდებულებისგან ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დღის ამბები