16 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სამი პირის დაპატიმრების ორდერები გასცა

სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.

"დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში" - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები