"ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ახალი მექანიზმების შესაქმნელად"- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა CNN-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ომის დროს სისასტიკის ჩადენაში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ახალი მექანიზმების შესაქმნელად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვაყენებთ და დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობას ნებისმიერი შესაძლო ომის დანაშაულისთვის. ჩვენ, ასევე, ვახდენთ იმ ყველაფრის დოკუმენტირებას, რაც ხდება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივმართეთ მოსკოვში მყოფ რუს მაღალჩინოსნებს, ისევე, როგორც უკრაინაში, ადგილზე მყოფ რუს ჩინოვნიკებს, ოპერატიულ მეთაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ ჩადენილია ომის დანაშაულები, ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მსგავსი სისასტიკის ჩადენაში მიიღო მონაწილეობა,"-აცხადებს პრაისი.