ბელარუსის პრეზიდენტი და პუტინის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკო დაწესებულ სანქციებს "დასავლეთის ღორობას" უწოდებს.
როგორც ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, ის საბჭოთა ადამიანია და სანქციები მისთვის შესაძლებლობაა.
"რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი მუდამ სანქციების ქვეშ ვართ. ისინი დღეს უფრო მასშტაბურია, მაგრამ დასავლეთის ამ ბოდიში და ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს უბრალოდ ღორობაა, ჩემი გადმოსახედიდან. უკვე ყელში ამომივიდა, თქვენც. სანქციებს გადავიტანთ თუ არა საკითხი დღეს ასე არ დგას. სანქციები ჩვენთვის არის შესაძლებლობა. მე საბჭოთა ადამიანი ვარ, თქვენც კარგად იცით საბჭოთა პერიოდი ჩვენ მუდამ ვიყავით სანქციების ქვეშ. რაც უფრო მეტი დრო გადის ხალხი მით უფრო მეტად იგებს. ჩვენ მათ თავს არ დავსხმივართ. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს. ბიოლოგიური იარაღი, ატომური ელექტროსადგური ეს ყველაფერი მზად იყო ასაფეთქებლად. ხალხი ნელნელა იწყებს გაგებას რა და როგორაა და ვისკენ არის სიმართლე," - განაცხადა ლუკაშენკომ.