20 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცა. ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

2022-2024 წლებში კი, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, დამატებით 1700 ბინა აშენდება.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ საცხოვრებელს 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

დღის ამბები