აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმ მკაცრ სანქციებზე საუბრობს, რომელიც აგრესორ რუსეთს და პუტინს უნდა დაუწესდეს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ოლიგარქების სია გაიზარდა, მათი სახლები და ვილები აუცილებლად დაყადაღდება.
"მინდა ვისაუბრო უკრაინის მოსახლეობაზე, რომლებიც მამაცად იცავენ თავის სამშობლოს. ჩვენ ვაგრძელებთ იმისთვის მუშაობას, რომ წნეხი მოვახდინოთ პუტინზე.
ძალიან დიდი მადლობა სენატის სპიკერს იმისთვის, რომ ჩვენ უნისონში ვმოქმედებთ ჩვენს ძირითად მოკავშირეებთან, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა იყოს ძირითადი ჩვენი საკითხი.
ჩვენ ასევე ნაბიჯებს ვდგამთ რამდენიმე ისეთი საქონლის იმპორტზე აკრძალვის მიმართულებით, როგორიც არის არაყი, ბრილიანტები და ძვირფასი ქვები. პუტინმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი, არ შეიძლება მან გააგრძელოს ომი, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს არყევს.
ოლიგარქების სიას დაემატა ახალი სახელები და ჩვენ ვზრდით კოორდინაციას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, რათა ამოვიღოთ უკანონოდ ნაშოვნი ფულები.
ჩვენ მათ სუპერ იახტებს, მათ სახლებს და ვილებს დავადგენთ და დავაყადაღებთ. ასევე ხდება ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთიდან და ამას წერტილს დავუსვამთ. რუბლი ისტორიულ მინიმუმზეა, მოსკოვის საფონდო ბირჟა უკვე ორი კვირაა დაკეტილია და ფაქტობრივად კოლაფსია,"- აცხადებს ჯო ბაიდენი.