16 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
აშშ რუსეთისთვის დოლარის კუპიურების მიყიდვას კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი განკარგულებით რუსეთისთვის დოლარის კუპიურების გაყიდვა აკრძალა.

"იკრძალება ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება პირდაპირ ან ირიბად შეერთებული შტატებიდან, ისევე, როგორც შეერთებული შტატების ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან აშშ დოლარში დენომინირებული ბანკნოტების ადგილმდებარეობის მიუხედავად," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ბაიდენმა შეზღუდა რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანტისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი, ასევე ფუფუნების საგნების ექსპორტი ქვეყანაში.

დღის ამბები