რუსეთში Instagram-ი ოფიციალურად დაბლოკილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. მანამდე, რუსეთში დაიბლოკა Facebook-იც, მუშაობა შეწყვიტა Tik-Tok-მაც.
გარდა ამისა, კომპანია Meta - ონლაინ სოციალური პლატფორმების - Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.
ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია დაუშვებს ისეთი პოსტებსის განთავსებასაც, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას.