25 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ისტორიული ძეგლები და ხელოვნების ნიმუშები​ ომის პირისპირ - შეძლებს თუ არა იუნესკო უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის რუსი აგრესორებისგან დაცვას

უკრაინაში ივანკივის მუზეუმი დაიწვა, მუზეუმში უკრაინული ხალხური ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა.
საოკუპაციო ძალებმა კულტურული მემკვიდრეობის განადგურება დაიწყეს. საფრთხეშია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

უკრაინაში მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლია, მათ შორისაა კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, კიევ-პეჩერის ლავრა და ლვოვის უძველესი კვარტალი. იუნესკო აქტიურად იწყებს მუშაობას ზარალის შესაფასებლად. იწყება ძეგლების მონიშვნა ჰააგის კონვენციის "ლურჯი ფარის" ემბლემით.

"ლურჯი ფარი" არის ნიშანი, რომლითაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ისტორიულ ძეგლებს აღნიშნავენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის ეს საერთაშორისოდ აღიარებული სიგნალია. ემბლემა ნიშნავს, რომ ეს მემკვიდრეობა დაცულია საერთაშორისო სამართლით.

დღის ამბები