07 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
თუ ბრძოლისთვის არ ვართ მზად, გაქცევის გზები როგორია?! - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩია დაინტერესდა, თუ რა გეგმა აქვს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებასთან დაკავშირებით.

"ჩემი აზრით, რუსეთთან ბრძოლაში შანსი არ გვაქვს თუ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთად არ იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ. წარმოგიდგენიათ, თან ერთმანეთს ვებრძოდეთ და თან რუსულ ბოროტებას დავუპირისპირდეთ? ამაზე რა პოზიცია გვაქვს? ვინ როგორ აპირებს ბრძოლას? ვინ ვის ზურგს დაიცავს ამ ბრძოლაში? ჩვენ მზად ვართ ახლა ასეთი ბრძოლისთვის? თუ ბრძოლისთვის არ ვართ, ხალხს რას ვეუბნებით? გაქცევის გზები როგორია?! ხომ არ შეიძლება რომ გაქცევის დროს უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ღონისძიების დროს. გაქცევის გეგმა მაინც გვაქვს, თუ ბრძოლის გეგმა არა. 

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოხდება და უკრაინა იმარჯვებს ტრიუმფალურად ამ ბრძოლაში. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ფაქტორი რაღაც ფორმით განეიტრალდა, ჩვენ რა გეგმა გვაქვს?! - მიმართა კანონმდებლებს იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები