NATO საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს - ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინამ განაცხდა.
კოლომინას თქმით, ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.