26 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
შტამი, პირობითი სახელწოდებით "დელტამიკრონი" - თენგიზ ცერცვაძე კოვიდის ახალ ვარიანტზე საუბრობს, რომელიც აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი. მისი თქმით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს - აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.

ცერცვაძის განმარტებით, შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი დელტასი და ომიკრონის, ამიტომ პირობითად მას დელტამიკრონი დაარქვეს. 

"რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება.

ეს შტამი უკვე გაშიფრულია - ეს არის ჰიბრიდი დელტასი და ომიკრონის, მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. ძირითადი ცილები კი აქვს დელტასგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე," - აცხადებს ცერცვაძე. 

მისი თქმით, სიმპტომებთან დაკავშირებით რაიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება - ახალ შტამს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ახასიათებს. 

დღის ამბები