დოკუმენტის განხილვა, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს დაჩქარდეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია, სესიაზე დღეიდან იწყება.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია და იმედოვნებენ, რომ დოკუმენტს მათი ოპონენტებიც დაუჭერენ მხარს.
"ძალისხმევის ის გარკვეული ნაწილი, რომელიც თუნდაც ერთიანი პოზიციის დემონსტრირების ჩვენების აუცილებლობას გულისხმობს, რასაკვირველია ამ დოკუმენტის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ ეს არანაირად არ ცვლის ხასიათს, ჩვევებსა და ზნეს, რომელიც "ნაცმოძრაობას" გააჩნია,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.