საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე რეგიონში. სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა.
ოფიციალურმა თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.