რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს პერსონალური სანქციები დაუწესა. კრემლის მიერ ამოქმედებულ "შავ სიას" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პერსონალური სანქციები ასევე უწესდებათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილისა და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.
რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში შედის:
1. ჯო ბაიდენი,
2. ენტონი ბლინკენი,
3. ლოიდ ოსტინ,
4. მარკ-მილი,
5. ჯეიკობ ჯერემი სალივანი,
6. უილიამ ჯოზეფ ბერნსი,
7. ჯენ ფსაკი,
8. დიულიპ სინგჰი,
9. სამანტა პაუერი,
10. აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი,
11. ჰილარი კლინტონი,
12. ადევალ ადეიმო,
13. რეტა ჯო ლუისი.