16 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გაგვექცეს სიტუაცია და არ მოხდეს ესკალაცია - იენს სტოლტენბერგი NATO-ს საზღვრებთან მიმდინარე ომზე

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ NATO-ს საზღვრებთან ახლოს ომი დროულად დასრულდეს და კიდევ უფრო არ დამძიმდეს სიტუაცია და არ გავრცელდეს:

"ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ დავიცვათ NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა. ჩვენი სამხედრო ძალები მზად არიან. ერთ წევრზე შეტევა გაააქტიურებს პუნქტს, რომელიც გულისხმობს რომ ყველა წევრი ქვეყანა ჩაერთვება ამაში. ჩვენ როდესაც ვხედავთ დიდ სამხედრო ინტერვენციას NATO-ს საზღვრებთან ახლოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს სიტუაცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გაგვექცეს სიტუაცია და არ მოხდეს ესკალაცია,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

CNN-ის კითხვას, რა ინფორმაცია აქვს ალიანსს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის გაწეულ დახმარებაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ ჩინეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს და დაგმოს რუსეთის აგრესია. იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ჩინეთს, რომ არ დაეხმაროს რუსეთს:

"ჩინეთი უნდა შეუერთდეს დანარჩენ მსოფლიოს დაგმონ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში. ნებისმიერი დახმარება რუსეთს უფრო მეტად დაამძიმებს სიტუაციას და გაზრდის ომის მასშტაბებს. ჩინეთს აქვს ვალდებულება, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს და დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში. მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ არ დაეხმაროს რუსეთს," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინული მედიის კითხვა შეეხებოდა, იმას თუ რა აკავებს ნატოს იმისათვის, რომ პირდაპირ შეეწინააღმდეგოს რუსულ აგრესია. "თუ რუსულ რიტორიკას მივყვებით ის უკრაინაში არ გაჩერდება. არის თუ არა სწორი დრო იმისათვის, რომ ნატო ჩაერთოს ამაში, ვიდრე ევროპის დედაქალაქებში ჩავარდება ბომბი"- მიმართა უკრაინელმა ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს.

უკრაინელი ჟურნალისტის პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინას ამ კონფლიქტის მოგვარებაში ეხმარება და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება.

"NATO-ს წლების განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას. ამერიკამ, კანადამ ათიასთობით სამხედრო მოამზადა ახლა ისინი მამაცურად იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ძალებს. მგონია რომ ამ წლების განმავლობაში გაწეულმა დახმარებამ გააძლიერა უკრაინელი სამხედროების ძალა. რომელიც ახლა არის კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო შეიარაღებული და გაზრდილი.

უკრაინა არის NATO-ს მეტად დაფასებული პარტნიორი, რომელსაც ვეხმარებით და კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით. ფინანსური და სამხედრო დახმარებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

რუსეთის პასუხისმგებლობაა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინაში ინტერვენციაზე და პუტინმა ეს უაზრო ომი უნდა დაასრულოს," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები