16 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით.
 
"სატელეფონო საუბრისას დეტალურად იქნა განხილული საქართველოს წინაშე  უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. თავის მხრივ, თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.
 
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა.  მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები