16 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში - ჯენ ფსაკი

რუსეთის მიერ, აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ ბოლო სანქციებზე ისაუბრა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა. ჯენ ფსაკი ამბობს, რომ ეს შეზღუდვები მათ მიზნებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ,"-განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებაში სანქციების შესახებ, გამოტოვებული იყო, რომ "პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ, შესაძლოა, დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს".
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 

 
დღის ამბები