29 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
გარწმუნებთ, ვიპოვით ყველას და დავსჯით - რაში ადანაშაულებს და რატომ დაემუქრა კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს 

ჩეჩნეთის მეთაური უკრაინას ჩეჩნეთის მოქალაქეების გატაცებაში ადანაშაულებს. რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების "გატაცება" შეწყვიტონ.

ამის შესახებ რამზან კადიროვი ვიდეომიმართვას ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს. ჩეჩნეთის მეთაური აცხადებს, რომ დაისჯება ყველა ვინც დანაშაულში გარეულია და ვინც გატაცებულების ადგილსამყოფელს მალავს. 

"მივმართავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, რომლების დანაშაულიც მხოლოდ მათ ეროვნებაშია.

მე თქვენ გარწმუნებთ, რომ უწყებების ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვიპოვით ყველას, ვინც კავშირშია ამ ნაცისტურ ქმედებებთან და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული.

ეს ეხება როგორც შემსრულებლებს, ასევე იმათაც, ვინც იცის გატაცებულების ადგილსამყოფელი, თუმცა დუმილს ამჯობინებს.

სანამ გვიანი არ არის, გაუშვით უდანაშაულოები," - განაცხადა რამზან კადიროვმა.

Нет описания.

დღის ამბები