16 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
პუტინმა და კრემლმა წამოიწყო ომი, რომელიც კლავს ათასობით ბავშვს - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს აგრძელებს. ელჩი დღეს ენმ-ის წევრებს შეხვდა. მისი თქმით, განხილვის საკითხი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. 

ამასთან, დეგნანის შეფასებით, მთავარი გზავნილი ახლა უნდა იყოს ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"კარგი დისკუსია გვქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, იმ სერიოზულ და ტრაგიკულ ომზე, რომელიც პუტინმა და კრემლმა წამოიწყო და რომელიც კლავს ათასობით ბავშვსა თუ უკრაინის მოქალაქეს, სრულიად უსაფუძვლო აგრესიით. ვისაუბრეთ აგრეთვე ჩემს ბოლო ვიზიტზე ვაშინგტონში, იმაზე თუ რა განწყობებია იქ და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ამ კრიტიკულ მომენტში და ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია შევინარჩუნოთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მთავარი გზავნილი ახლა უნდა იყოს ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები