16 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"ლელო" ინიციატივით გამოდის,  ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ინიციატივით გამოდის, საქართველოს პარლამენტმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს.

ინიციატივის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

"მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს, რომ "ლელო საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით, ისევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას დღეს საქართველო," - განაცხადა სამადაშვილმა.

ინიციატივას სალომე სამადაშვილსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები