07 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
ავსტრალიის, იაპონიისა და აშშ-ის მთავრობებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს​

ახალი სანქციები რუსეთს - ავსტრალიის მთავრობამ შეზღუდვები ორ რუს ოლიგარქს, ასევე 11 ბანკსა და სამთავრობო ორგანიზაციას დაუწესა. იაპონიამ კი სანქციების სიას 9 კომპანია და 15 რუსი, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დაამატა.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთთან და ბელარუსთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებას გულისხმობს. კანონპროექტი სენატში მუშავდება და მომავალ კვირას განიხილავენ.

დღის ამბები