16 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
"ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი" - პოდოლიაკი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს.

"კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი გაუბედაობის გასამართლებლად გვთავაზობს, გავყოთ რიგითი რუსები და პუტინი, როგორც ომის ავტორი. ევროპაში ეს შეიძლება გახდეს ცრუ ტენდენცია, ვინაიდან რუსების 71 პროცენტი კატეგორიულად ემხრობა უკრაინის წინააღმდეგ ომს და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს", – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

მანამდე, სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერმა დაწერა, რომ "აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპაში რუსეთიდან ჩასულ პირებს შეურაცხყოფენ ან ფიზიკურად ესხმიან თავს, რადგან ეს არის პუტინის ომი. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე", – ასეთია შოლცის პოზიცია.

დღის ამბები