საქართველოში უხვი ნალექია - თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყანაში ამინდი 22 მარტიდან გაუმჯობესდება.
"დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. მოიმატებს დღის ტემპერატურა, გვექნება +7-12 გრადუსის ფარგლებში. ღამე ცოტა ყინვა გაძლიერდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონებში მოთოვს და იქნება ზოგან ნისლიც. რაც შეეხება ტემპერატურას, დღისით ველოდებით 0 გრადუსს და -5 გრადუსს ყინვას ღამით," - განაცხადა სინოპტიკოსმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.