06 მაისი 2024,   19:12
ვრცლად
შემზარავი ამბავი, რომელიც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი დაკავებულთა სახლის გადაწვით გახდა - არასრულწლოვნებზე ძალადობაში ბრალდებულ მამა-შვილს 20 წელი გისოსებს მიღმა ყოფნა მოუწევთ

რვა და ცხრა წლის ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული მამა-შვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მათ ციხეში ყოფნა 20-20 წლით მოუწევთ. შემზარავი ამბავი სამეგრელოდან კიდევ უფრო დასამახსოვრებელი დაკავებულთა სახლის გადაწვით გახდა. გადაწყვეტილება მეზობლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ თანასოფლელი მამა-შვილი მსგავს დანაშაულს ჩადიოდა.

ამბავი გამოაშკარავდა მაშინ, როდესაც რვა წლის გოგომ დედას ტკივილების გამო მიმართა და მეზობლების მხრიდან ძალადობის შესახებ უამბო. გამოძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ 35 წლის მამაკაცი ამ ბავშვის ოჯახის კიდევ ერთ არასრულწლოვან წევრზე ძალადობდა. დამნაშავეები მსხვერპლებს, მათი და მათი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ.

დღის ამბები