21 მარტს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედნის N1-კორპუსთან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 მარტს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: მერაბ ალექსიძის, ასლანიდის, მიროტაძის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის ქუჩებს.
"ჯი-ვი-პი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.