06 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
პრემიერი "გორბის“ კვლევაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს -იმ პოლიტიკას, რომელიც, მისი თქმით, "უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ჩვენი მოსახლეობის დაცვას".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  სასიხარულოა, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს.

„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს, რომ ჩემს მიერ და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გაზიარებულია სრულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები