03 მაისი 2024,   14:49
ვრცლად
"ლელოს" ინიციატივას, საგადასახადო კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტში "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" მიერ წარდგენილ ინიციატივას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ყველა მედიასაშუალებას შეეხება.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა ეროვნული მაუწყებლობის ტელევიზიას გაეწიოს შეღავათი, რაც გულისხმობს გარკვეული ვადით მათ მოგების და დღგს გადასახადისგან გათავისუფლებას. 

"ჩვენი წინადადება არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელ ტელევიზიას 3 წლის ვადით მიეცეთ საგადასახადო დახმარება. ისინი გავათავისუფლოთ მოგების და დღგს გადასახადისგან და იგივე შეღავათი გავრცელდეს რეგიონალურ ტელევიზიებზე, ოღონდ 6 წლის ვადით. რაც შეეხება ბეჭდურ მედიას ისინი გათავისუფლდნენ გადასახადისგან შეუზღუდავი დროით,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

მთავრობის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არის უარყოფითი, მათივე თქმით აღნიშნული საკითხი არ არის არგუმენტირებული და ამასთან აღნიშნულ კოდექსში ცვლილებები გამოიწვევს ბიუჯეტში ცვლილებებს, რომელიც კომიტეტს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ინიციატივის მიხედვით, მედიაორგანიზაციებისთვის უქმდება მოგების და დღგს გადასახადი. ეროვნულ მაუწყებლებს ცვლილება 3 წლით, ხოლო რეგიონალურ ტელევიზიებს 6 წლით შეეხებათ, ბეჭდური მედიისთვის ცვლილება უვადოა.

დღის ამბები