16 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
მთავარია მმართველმა გუნდმა ჩამოაყალიბოს პოზიცია თუ რისი გარკვევა უნდა საკონსტიტუციო სასმართლოში - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილება შედის. ინიციატივა მმართველ პარტიას ეკუთვნის.

ინიციატივის მიღმა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ამოიკითხეს ოპოზიციაში, ბრალდებებს უარყოფენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ცვლილების მიზანი კანონის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის სისრულეში მოყვანა საპარლამენტო უმრავლესობასა და მტავრობის მეთაურს შორის "კინკლაობას" გამოიწვევს.

"ისედაც გართულებული ურთიერთობა უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ამ კანონპროექტის განხილვის ფონზე, ჩვენ გარანტირებულად ჩაგვაყენებს იმ ვითარებაში, რომ სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთთან ანგარიშსწორებით და კინკლაობით არიან ჩართული. მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება, როგორც მინიმუმ სახელმწიფო ორგანოების კონსოლიდირება. უახლოეს სამ თვეში ჩვენ ამ ტიპის დებატების გაღრმავების ფუფუნება არ გვაქვს, ამიტომ ვთხოვე იქნებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს ,"- აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

რაც შეეხება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს თუ  რისი გარკვევა სურს საკონსტიტუციო სასამართლოში.  

მოხდა ისე, რომ ამ ვიზიტის შემდეგ დაისვა საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, რომ ჩვენ კონსტიტუციას სწორად ვერ ვკითხულობთ. კონსტიტუცია წერია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობაში, არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. მთავარია მმართველმა გუნდმა ჩამოაყალიბოს პოზიცია თუ რისი გარკვევა უნდა საკონსტიტუციო სასმართლოში. ეს ანგარიშსწორება არის თუ არა საზოგადოებამ განსაჯოს,"- აცხადებს გიორგი მსხილაძე.

დღის ამბები