მიკოლაევში რუსულმა ჯარებმა საზღვაო ნავსადგური დაბომბეს
22-03-2022 14:08
მიკოლაევში რუსულმა ჯარებმა საზღვაო ნავსადგურს ესროლეს - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ოდესის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, განადგურებულია რუსეთის საზღვაო ნაწილების პერსონალი, რომელიც ოდესის შტურმისთვის ემზადებოდა.