16 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა.
მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადი და უკრაინა იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

დღის ამბები