16 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა საომარი მოქმედებების მალე დასრულებისთვის.

დღის ამბები