26 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
ქალაქი უკრაინის დასავლეთით, რომელიც რუსულ აგრესიას გაქცეული ასობით ათასი დევნილის დროებითი თავშესაფარი გახდა - "კურიერი" ლვოვში არსებულ ვითარებაზე

"კამსამოლსკაია პრავდა" კიბერშეტევას უწოდებს იმ ფაქტს, რომ მის გვერდზე 10 ათასამდე რუსი სამხედროს დაღუპვის ფაქტმა გაჟონა. სტატიაში, რომელიც მოგვიანებთ წაიშალა, მაგრამ არქივში მაინც იძებნება, უარყოფილი იყო უკრაინის გენშტაბის ინფორმაცია 15 ათასი რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, თუმცა ეწერა სხვა სტატისტიკა: 9 861 დაღუპული რუსი სამხედრო და 16 153 დაჭრილი. ეს მაშინ, როდესაც რუსეთს, ოფიციალურად, მხოლოდ 500 სამხედროს დაკარგვა აქვს აღიარებული.

თავის სამხედრო დანაკარგს არ ასახელებს არც უკრაინული მხარე. იდება ცნობები მხოლოდ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქვეყნიდან გასული ლტოლვილების შესახებ.

გაეროს მონაცემებით უკრაინიდან დევნილთა რაოდენობამ შესაძლოა მალე 4 მილიონს მიაღწიოს. მათგან თითქმის 60%-მა უკრაინა პოლონეთის საზღვრიდან დატოვა, რაც 2.8 მილიონზე მეტია.

პოლონეთის საზღვარზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და ვითარებას ადგილზე ეცნობა. 

ლვოვის რკინიგზის სადგური იქცა ადგილად, სადაც ომს გამოქცეული ადამიანები ხელახლა ცდილობენ დროებით მაინც იპოვონ მშვიდობა და თავშესაფარი.. აქ მათთვის მოხალისეებს აქვთ ცოტაოდენი ცხელი საკვები, ტანსაცმელი და ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გაათენონ ღამე. აქვეა მცირე გასართობი მოედანი ბავშვებისთვის.

ზაპოროჟიე - ლვოვის მატარებელი დღეს ბაქანზე ჩამოყვანილი მგზავრების გარეშე ჩამოდგა. მასში მარიუპოლიდან ევაკუირებული ლტოლვილების ჯგუფი იყო,რომელიც ქალაქის ცენტრში შემოსვლამდე სპეციალურად გარეუბნის სადგურზე გადმოსხეს და პირდაპირ თავშესაფარში წაიყვანეს. მიზეზი განსაკუთრებით მძიმე სტრესული მდგომარეობა იყო, რის ფონზეც ისინი ვერც ხალხთან კონტაქტს და ვერც დამოუკიდებლად გზის გაკვლევას ვერ შეძლებდნენ.

დღის ამბები