ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში - "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად, ბელგიაში გამთენიისას გაფრინდა. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან.
განხილვის მთავარი თემები რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის დაჩქარებულად მისაღებად საქართველოს განაცხადია.