20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ს შორის. დოკუმენტი თბილისის 40-მდე ბაღში პროგრამა “ჰარტის“ (HEART” – Healing and Education Through the Arts) დანერგვას ითვალისწინებს.

პროექტი ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგიაა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარება პატარებს სტრესის დაძლევასა და ემოციების მართვაში. ის განსაკუთრებით ეფექტური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაა.

დღის ამბები