ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ყაზახეთის მოსახლეობა ახალი კონსტიტუციის მიხედვით შექმნილი ერთპალატიანი პარლამენტის, ყურულთაის წევრებს ირჩევს.
საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე გაიხსნა. ამომრჩევლები ხმის მიცემას ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეძლებენ.
ყაზახეთში 145-ადგილიანი პარლამენტი პროპორციული წესით აირჩევა. ყურულთაიში მანდატების 5 წლით მოსაპოვებლად, 7 პოლიტიკური პარტიის 545 კანდიდატი იბრძვის.
საპარლამენტო არჩევნებს 777 უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის, 41 ქვეყნის პარლამენტის 138 დეპუტატი.