ძლიერმა ქარმა და უამინდობამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. ქარმა ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე ასწლოვანი ხეები მოგლიჯა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე შენობის სახურავი და მანქანები.