06 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
შესაძლოა ჩინეთმა რუსეთს მატერიალური დახმარება გაუწიოს - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართული ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება. იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ჩინეთს ჩაერთოს სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ და საჯაროდ დააფიქსიროს მოწოდება - მშვიდობისკენ. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ არ ჩაერთოს ამ კრიზისში. პეკინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ ქვეყნების სუვერენიტეტები. ჩინეთი ეხმარება რუსეთს პოლიტიკური დახმარებით, ისინი ავრცელებენ ტყუილებს და დეზინფორმაციას. ალიანსის ქვეყნები შეშფოთებულები არიან და გამოთქვამენ ეჭვს, რომ შესაძლოა ჩინეთმა რუსეთს მატერიალური დახმარება გაუწიოს. მოვუწოდებთ ალიანსის ქვეყნის ლიდერებს, რომ მოუწოდონ ჩინეთს შეასრულოს მისი ვალდებულება და არ ჩაერთოს ამ პროცესებში," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები