26 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
რუსებმა უკრაინაში სასწრაფო დახმარების 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - მოკლულია 6 ექიმი

უკრაინაში რუსებმა სასწრაფო დახმარების 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 6 ექიმი მოკლეს - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა. 

"ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედიცინის მუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შოვნა მოგვეთხოვა, მაგრამ რუსი ტერორისტების გამო, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს, იძულებულნი ვართ, გავაკეთოთ ეს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ. 

დღის ამბები