20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული მანქანები და სახურავახდილი სახლები - როდიდან გამოიდარებს საქართველოში 

უკვე მეორე კვირაა თბილისში გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქუთაისში ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ასწლოვანი ხეები მოგლიჯა. სახურავის გარეშე დარჩა რამდენიმე სახლიც.

დედაქალაქის შემოგარენში კი გზის გაწმენდა მუნიციპალიტეტის სამსახურებს დღეში რამდენჯერმე უწევთ. ნალექის გამო მოსახლეობა თოვლს საკუთარი ხელითაც წმენდს, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია, კვირის ბოლოდან მთელ ქვეყანაში გაზაფხული დადგება.

სინოპტიკოსები თბილისში ამინდის გაუმჯობესებას 25 მარტიდან ვარაუდობენ. 28 რიცხვიდან კი სრულიად საქართველოში გამოიდარებს. 

დღის ამბები