25 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
მძლავრი სანქციები მაშინ უნდა დაწესებულიყო როდესაც 2014 და 2015 წლებში, რუსეთმა გააკეთა იგივე, რასაც ახლა აკეთებს - უკრაინის ელჩი აშშ-ში

უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკაროვა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მძლავრი სანქციების დაწესება წლების წინ უნდა დაწყებულიყო.

"2014 და 2015 წლებში, როდესაც რუსეთმა გააკეთა იგივე, რასაც ახლა აკეთებს, თუმცა, უფრო მცირე მასშტაბით. მაშინ ყველა ძლიერი სანქცია უნდა დაწესებულიყო. იყო დრო, როდესაც ყველას უარი უნდა ეთქვა რუსეთთან ბიზნესის კეთებაზე. მოხარულები ვართ, რომ ახლა ძლიერად ვპასუხობთ და შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს არა მხოლოდ ჩვენს დახმარებას, არამედ სანქციებსაც. თუმცა ჩვენ, დემოკრატიული სამყარო მივყვებით პუტინს, ის ატარებს თავის აგრესიულ გეგმას და ჩვენ ვპასუხობთ. დროა ვიფიქროთ იმაზე, რა შეგვიძლია მის შესაჩერებლად ერთად გავაკეთოთ. ის ნათლად გვიჩვენებს, რომ მიიწევს წინ მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ ჩვენ გადამწყვეტი ქმედებებისთვის მზად არ ვართ. უკრაინაში ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ის წარმატებას ვერ აღწევს და არც ერთი მისი მიზნისთვის არ მიუღწევია," - განაცხადა ოქსანა მარკაროვამ.

დღის ამბები