"თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა" - ეს სიტყვები ევროკომისიის პრეზიდენტს ეკუთვნის.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მთელი ევროკავშირის ამჟამინდელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიულ წარუმატებლობად იქცეს.
"ამაღამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი თვე შესრულდება. ევროპა პირველივე დღიდან ერთიანად დგას. მოდით, გავაგრძელოთ ასე. თუ არის რამე, რასაც პუტინი არ ელოდა, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ჩვენი მოქმედების სიჩქარე და ჩვენი გამბედაობა. მას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში და აპროტესტებს შემოჭრას. პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა.
სწორედ ამიტომ, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის გამოეყოთ 1 მილიარდი ევრო უსაფრთხოების კუთხით დასახმარებლად. მათ, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომს, არ უნდა შეეძლოს დატკბეს მათი მდიდრული ცხოვრების წესით, მაშინ როცა უკრაინას ბომბები ეცემა," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.