06 სექტემბერი 2026,   17:47
ვრცლად
ქვემო ქართლის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობის გამო, გადაადგილების პრობლემები შეიქმნა

ქვემო ქართლის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებულად რთული ვითარებაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც გზების გაწმენდითი სამუშაოები, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე დამატებით 19 ერთეული სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკის მობილიზება განხორციელდა.

მოსახლეობა საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით ინტენსიურ რეჟიმში მარაგდება. გაიწმინდა სოფლების ნაწილი, სადაც ამ დრომდე გადაადგილება ვერ ხერხდებოდა.

პროცესებს მხარის პირველი პირი, გიორგი დოხტურიშვილი მართავს. 

დღის ამბები