მოსალოდნელია თუ არა მსოფლიოში საკვების ნაკლებობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რომლებიც მსოფლიოსთვის საკვების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან. ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა.
ჯო ბაიდენის თქმით, პრობლემა რეალურია და ამის მოსაგვარებლად პარტნიორმა ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ:
"საკვების ნაკლებობა რეალური და მოსალოდნელია, ამ სანქციების შედეგი არა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება ნეგატიური, არამედ ჩვენი ქვეყნებისთვისაც, მათ შორის აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებისათვის.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიცა და უკრაინაც საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტს აწვდიდნენ ევროპას, ეს საკითხი განხილული იქნა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე. აშშ-იც ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ასევე კანადაც და ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, რომ შეგვიძლია გავაძლიეროთ პროდუქტის მიწოდება იმისათვის, რომ შევამციროთ ამ საკითხის ნაკლებობის შედეგი.
მე ვფიქრობ, რომ ყველა ევროპული ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ამაში და მოხსნის შეზღუდვებს საზღვარგარეთ საკვების გაგზავნასთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან იმისათვის, რომ შევამციროთ საკვების ნაკლებობის ეფექტები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-მა უნდა მოახდინოს ინვესტირება ჰუმანიტარულ დახმარებაში, რაც მათ შორის მოიცავს საკვებსაც,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.