28 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
გაკეთდა შედარება ალეპოსა და მარიუპოლს, სირიასა და უკრაინას შორის, რაც ჩემთვისაც სწორია - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა მარიუპოლი სირიის ქალაქ ალეპოს შეადარა. მისი თქმით, რუსეთის მეთოდი მსგავსია და იმავე შეიარაღებას იყენებს.

"ჩემი მოსაზრება იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი, ცხადად დავაფიქსირე. მათ არ შესწევთ ძალა, გაიმარჯვონ ბრძოლის ველზე და ისინი უბრალოდ ბომბავენ სამოქალაქო პირებს იმისათვის, რომ მოსახლეობა მორალურად გატეხონ.

გაკეთდა შედარება ალეპოსა და მარიუპოლს, სირიასა და უკრაინას შორის, რაც ჩემთვისაც სწორია. ის ფაქტი, რომ ჩვენ უკრაინელ ლტოლვილებზე უნდა ვიზრუნოთ, არ ნიშნავს, რომ დაგვავიწყდა რა მოხდა სირიაში. მე იმდენად ვწუხვარ ალეპოს ხალხზე, რამდენადაც მარიუპოლის მოსახლეობაზე. არტილერია და რაკეტები, რითაც ალეპო დაბომბეს, იგივეა რითაც იბომბება მარიუპოლი,"- განაცხადა ბორელმა.

 
დღის ამბები