რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ სტამბოლში უნდა გაიმართოს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზუსტებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტამბოლში დელეგაციების შეხვედრაზე ტელეფონით თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ.
"შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის, რაც შეიძლება, მალე დამყარების აუცილებლობასა და რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო წვლილს ამ პროცესში," - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე თურქეთში მორიგი შეხვედრის დროდ უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ 28-30 მარტი დაასახელა.