20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
229 ახალი ინფიცირებული, 2 993 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 460 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 749 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 711 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 229 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 646 545.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.43%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 621 396.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 25, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 8, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 403 საიდანაც,

638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 352, აჭარაში - 52, იმერეთში - 118.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 პირი, მათ შორის, თბილისში - 95, აჭარაში - 24, იმერეთში - 24.

7 765 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღის ამბები