16 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"ოცნების" მიერ ინიცირებულ სადავო კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

"ოცნების" მიერ ინიცირებულ სადავო კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვები დღეს დაიწყო. საუბარია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაანონსების შემდეგ შეიტანეს. საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ოპოზიცია ინიციატივას პრეზიდენტზე ანგარიშსწორებას უწოდებს.

"5 წლის დაგვიანებით რატომ გახდა ამ კანონის ცვლილება საჭირო და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩნდება კითხვები ლეგიტიმურად, რომ მაინცდამაინც მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გამოვიდა ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში და ასეთი კითხვა მაქვს - ხომ არ ხდება ამ კანონის ინსტრუმენტალიზაცია და მმართველი გუნდი ხომ არ იყენებს ამას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის,"- ასეთი კითხვა დასვა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

მსხილაძეს უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არ ეხება საკითხის მოწესრიგებას საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, არამედ ეს საკითხი უკავშირდება ნებისმიერი კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებაზე დავის შემთხვევაში საკითხის დაზუსტებას. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ანგარიშსწორებაზე საუბარი არასწორია.

 
დღის ამბები