02 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
საშუალებას თუ ვაძლევთ გამოთქვას მოსაზრებები საკითხებთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს, რომ გადაიზარდოს მოწოდებებში, იქნება დამხობისკენ მოწოდება თუ სხვა - მოსამართლე სააკაშვილზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ბრალდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სხდომის დატოვებისას გაფრთხილება მისცა, რომ სასამართლო შემდეგ პროცესებზე მოწოდებებს აღარ მოისმენს.

მოსამართლის თქმით, ბრალდებულისთვის გარკვეული მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა არ ნიშნავს, რომ სააკაშვილმა სასამართლო პროცესებიდან მოწოდებები აკეთოს.

"სასამართლო სხდომის დარბაზი არის სასამართლო სხდომის დარბაზი. თუ ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლევთ პიროვნებას საშუალებას, გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ გადაიზარდოს მოწოდებებში, დამხობისკენ მოწოდება იქნება, თუ რაც იქნება, თუ გინდათ ქუჩაში გამოსვლისკენ. და სასამართლოს ეძახოს, რომ არის ისეთი და ასეთი.

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველანი მოვდივართ 90-იანი წლებიდან, გამოვიარეთ ყველაფერი, 1993 წელიც, 2008 წელიც და ბევრ ჩვენგანს, ოჯახის წევრებსაც მონაწილეობა მიუღიათ ამ ყველაფერში. არავის ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. პიროვნულად ყველამ უნდა ვცეთ პატივის იმას, რა რასაც ვაკეთებთ, რა საქმიანობასაც ვახორციელებთ. თუ მსგავსი მოწოდებები კვლავ იქნება სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მოუწევს კიდევ ერთხელ იმის განმარტება, რომ აქ ამის გულისთვის არ უნდა ვიაროთ," – განაცხადა მოსამართლემ.

საუბარია დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ხელისუფლების დამხობის მოწოდება გააკეთა.

"ჩვენ ამ მთავრობას თუ არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში," - განაცხადა მან.

დღის ამბები