27 აგვისტო 2026,   22:36
ვრცლად
"ვინც მოლაპარაკებებზე მიდის, ვურჩევ არ ჭამოს, არ დალიოს და არ შეეხონ ზედაპირს" - კულება დელეგაციის წევრების შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ აფრთხილებს  

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინული მხარის დელეგაციას მოუწოდებს, თავიდან აიცილონ დიალოგის მაგიდასთან მიტანილი საკვების ან სასმელის მიღება, ასევე ნებისმიერ ზედაპირზე შეხება.

"ვინც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე მიდის, ვურჩევ, არაფერი ჭამოს და არ დალიოს. სასურველია თავიდან აიცილოთ ნებისმიერი ზედაპირზე შეხება. ეს არის უპირველესი.

მეორეც, ყველა ეს ამბავი - რომ ვიღაცამ სადღაც რაღაც გაიგო, რომ ზოგიერთი წყარო ამბობს - ბევრია ასეთი, რადგან ყველას სწყურია ახალი ამბები, სენსაციური," - აცხადებს დმიტრო კულება.

დღის ამბები